Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი

1.სასწავლო პროექტი
  თემა: თვალი–ბიოოპტიკური სისტემა
2.პროექტის მთავარი იდეა:
      ცოცხალ ორგანიზმებში არსებული  ბიო–ოპტიკური სისტემის მრავალფეროვნების
       ჩვენება
3.პროექტის აქტუალობა:
     ზ.გ.ე.მ.–დან გამომდინარე, მოზარდს უნდა შეეძლოს ინფორმაციის არა მხოლოდ
მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით,
დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა.
 მოცემული საპროექტო თემით მოსწავლეები შეძლებენ აჩვენონ სამყაროს ერთიანობა–კანონზომიერება მის უსასრულო მრავალფეროვნებაში ერთი კონკრეტული კომპონენტის–თვალის–მაგალითზე.

4.პროექტის მიზნები:
         მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სხვადასხვა რესურსებით(მატერიალური–
სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, კომპიუტერი, ვიდეო,...;
ადამიანური–პედაგოგი, ექიმი–ოკულისტი, ზოოვეტერინარი,...)  ინფორმაციის
მოძიება, ორგანიზება,კვლევა, თვალის–როგორც ოპტიკური სისტემის–გააზრება
სხვადასხვა ორგანიზმებში; მოახდინონ მათი შედარება, კლასიფიკაცია, შეფასება
და წარდგენა საზოგადოებისათვის და შემდგომში ამ ცოდნის ეფექტურად  გამოყენება.

5.მონაწილეთა ასაკი:
                  15–16წ.
6.ვადები(ხანგრძლივობა):
     1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
     ა).მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას  ელექტრონულ ფორმატში:
Pover  points”
   ბ).შექმნიან კოლაჟს,დისკს(ან ბუკლეტს)
   გ)განივითარებენ კვლევის, პრეზენტაციის ,თანამშრომლობის,კომუნიკაციის უნარ–
ჩვევებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
    ბიბლიოთეკა–სახელმძღვანელოები,ენციკლოპედიები,ისტ–კომპიუტერი,
პროექტორი,ინტერნეტი,ციფრული ფოტოაპარატი;ქაღალდის ფორმატი,
მარკერები; შესაბამისი კომპეტენციების მქონე ადამიანური რესურსები.
9.პროექტის მსვლელობა(შესაძლო ძირითადი აქტივობები):
1.პროექტის თემის შერჩევა; 2.ამოცანებისა და საქმიანობების დაგეგმვა–
საპროექტო ჯგუფის შექმნა,იდეების მოფიქრება; რესურსების,ბიუჯეტის,
ვადების განსაზღვრა; ფუნქციათა გადანაწილება; პროექტის პრეზენტაცია;
პროექტის პროდუქტის–კოლაჟის, დისკის ან ბუკლეტის შექმნა.
10.საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
    კავშირი:
ბუნებისმეტყველება–ფიზიკა, ბიოლოგია:
ბუნ.9. მოსწავლე იკვლევს სინათლის გავრცელებას
.მარტივი სქემის სახით გამოსახავს და ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის
(მაგ.ძუძუმწოვრების და მწერების) თვალის ოპტიკურ სისტემებს, მსჯელობს განსხვავებაზე და წარმოადგენს კოლაჟის სახით.
.მოსწავლეებს გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,
სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
.გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა
ხელოვნება:მოსწავლე შემოქმედებითად იყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებს
და პრინციპებს ნამუშევრისშექმნისას;იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის ტექნიკისა და პროცედურის გამოყენების უნარს.
ისტ. .მოსწავლეები შეძლებენ ისტ–ის საშუალებების გამოყენებას ინფორმაციის
    მიღების, მოპოვების და გაცვლის მიზნით.
        .მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო ფრაგმენტების ამორჩევას. ისტ–ის საშუალებით შექმნიან საპრეზენტაციო
ნამუშევრებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
        ლამარა მაისურაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13.პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი:
 Ist.treningebi.blogspot.com
მასწავლებლის ბლოგი.